უფლებები


მეგობრებო და თანამოაზრეებო

გთხოვთ, ერთად აღვუდგეთ იმ უზნეობებს,
რომელიც არ წყდება ტელეეთერიდან

ადამიანის უფლებათა დამცველ და ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებს

2009 წლის მარტს მიღებული იქნა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ძალადობის სცენების დემოსტრაციას ტელეეთერით 15 წამის განმავლობაში (მუხლი 45, ქვეპუნქტები ე) და ზ); მცირეწლოვანთათვის მავნე ზემოქმედების მქონე მასალის ჩვენების წყალგამყოფი გადმოწეულია 22-დან 20 საათზე (მუხლი 38 პუნქტი 4); უხამსი სცენების ჩვენება ნებადართულია 20 საათიდან (მუხლი 40); საჩივრით მიმართვა დასაშვები მხოლოდ მაუწყებელთან.

http://www.gncc.ge/files/7060_7177_768808_qcevis%20kodeqsi%20_saboloo%20-%20geo_.pdf2006 წლიდან მაუწყებლობის კანონის მუხლით აიკრძალა სასამართლოში მიმართვა (კანონის 59 პრიმა მუხლი, პირველი და მეორე პუნქტები, „დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება“) და გაუქმდა სანქციები მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის.

მცირეწლოვანთა უფლება დაცული იყოს მავნე ზემოქმედებისგან, დაცულია გაერო-ს ბავშვთა უფლებების კონვენციით, ასევე ევროპის საბჭოს რეკომენდაციებით. ასეთი სამაუწყებლო ქცევის კოდექსის გამო, ქართული სატელევიზო ტელეარხებით მუდმივად გადაიცემა ძალადობის სცენები, რადგან არცერთ ფილმში ძალადობის სცენა არ გრძელდება 15 წამზე მეტს. ხშირია უხამსი სცენებისა და ნარკოტიკის მოხმარების სცენების ტრანსლირება, რადგან აღარ არსებობს ჯარიმები ასეთი სცენების ჩვენებისათვის. შედეგად მნიშვნელოვნად გაზრდილია დანაშაული მოზარდებშიც კი.

მოგმართავთ თხოვნით, ადამიანის უფლებათა დამცველ და ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებს სასწრაფოდ დაგვიკავშირდეთ და საერთო წერილით მივმართოთ ხელისუფლებას, რათა:

  • შეცვლილი იქნეს კანონმდებლობა;
  • მოხდეს ძალადობისა და უხამსობის ტრანსლირების შეზღუდვა;
  • აღდგეს სასამართლოში მიმართვის უფლება.

კავშირი “იბერიანა”

9 ნოემბერი, 2009 წ.

P.S. წერილი დაეგზავნა 40-ზე მეტ ადამიანის უფლებათა დამცველდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციას

♦   ♦   ♦

“რუსთავი-2” ჯანსაღი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. სიგარებიღა გვაკლდა

ერთი კვირაა ტელეკომპანია “რუსთავი 2” ეწევა სიგარების რეკლამას, მაშინ როდესაც აქტიურად მიმდინარეობს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია. ამას გარდა, 19 ოქტომბერს, გადაცემა “ბიზნეს კურიერში” (13:30-14:00) დღისით სიგარის რეკლამასთან ერთად ჩაატარეს ერთგვარი გაკვეთილი, თუ როგორ უნდა მოვიხმაროთ სიგარა. თურმე ნუ იტყვით და სიგარა აუცილებელი ატრიბუტი ყოფილა პრესტიჟისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის, მოდუნებისთვის და ა.შ.

ეს ყველაფერი აკრძალულია 2009 წლის 18 მარტს დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” თანახმად:

http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7060&info_id=7177

მუხლი

38. მაუწყებლის მიერ არასრულწლოვანთა დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

10. მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი დროითი შეზღუდვებით:

ა) 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 24.00 საათამდე;

მუხლი 42. ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი

1. დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 23:00 საათამდე ან საბავშვო პროგრამებში.

2. დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, ალკოჰოლისა და თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გამართლება, წახალისება ან მოწონება.

მუხლი 45. სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები

1. 18 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა თუ ის შეიცავს:

დ) თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამართლებასა და მოწონებას.

ამრიგად, სიგარის მსგავში წახალისება, მოწონება და რეკლამა დაუშვებელია 06:00-დან 24:00 საათამდე.

და საერთოდ საოცარია, რისთვის ცდილობენ გაუკეთონ რეკლამა მაგარ სპირტიან სასმელებს, სიგარას და ა.შ ეს ხომ ნიშნავს, რომ ხალხი ნაკლებად ლოთობს, ნაკლებად ეტანება მავნე პროდუქტს და ძალათი აჩეჩებენ.

ცხადია, ასეთი რეკლამები ძირითადად არასრულწლოვნებზე და მოზარდებზე მოქმედებს.

♦   ♦   ♦

აქვს თუ არა ტელევიზიას უფლება, აჩვენოს თვითმკვლელობის კადრები ეთერში?

2009 წლის 8 ივნისს ტელეკომპანია იმედმა 20:00-იან საინფორმაციო გამოშვებაში მორიგი შოკი მოუწყო ქართველ მაყურებელს, აჩვენა რა ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობის კადრები.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” თანახმად:

მუხლი 45. სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები

1. 18 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა თუ ის შეიცავს:

ე) თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკულ ასახვას ახლო ხედით ან 15 (?) წამზე მეტი ხნით;

მუხლი 56. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ პოტენციური ზიანისა და შეურაცყოფისაგან დაცვის შესახებ

4. რეპორტაჟი არ უნდა შეიცავდეს გვამების ან დაჭრილთა ტანჯვის ამსახველ 15 (?) წამზე მეტი ხანგრძლივობის კადრებს. ამბის გადმოსაცემად შეიძლება საჭირო გახდეს გარდაცვლილთა შორი ხედით ჩვენება, ახლო ხედების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა საზოგადოების ინტერესის არსებობის შემთხვევისა.

მუხლი 55. მაუწყებლის მიერ მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

3. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები. აღნიშნული მეთოდების გადაცემა იმ შემთხვევებშიც კი როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონტექსტით, უნდა მოხდეს მხოლოდ ვერბალური სახით. ცხადია, მაღალი შენობიდან გადმოხტომა თვითმკვლელობის ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია და აღნიშნული შემთხვევა მხოლოდ ვერბალურად უნდა გადმოეცათ (მუხლი 55. პ. 3).

თვითმკვლელობაზე გასული სიუჟეტი იმდენად მძიმე საყურებელი იყო, არ გაგვიზომია 15 წამი გვაჩვენეს თუ უფრო მეტი. ეს თვით სიუჟეტის გამშვებთათვის, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” ამ სახით შემქმნელ-მიმღებთათვის და მსგავსი სიუჟეტების მოყვარულთათვის მიგვინდია.

ამ სიუჟეტს forum.ge-ზეც გამოეხმაურენ. მათი აზრით ეს იყო – საშინელი, ამაზრზენი, კოშმარი, შოკი:

pucukia – “იმედზე იყო ეხლა თუ როგორ მოიკლა ახალგაზრდა მამაკაცმა თავი, თუ როგორ გადმოხტა სახლის სახურავიდან და როგორ დაეცა ასფალტზე…ეხლაც შოკში ვარ…საღამოს 8 საათზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ეს კადრი ეთერში არ უნდა გასულიყო.” kati_onoki – “ჩვენს ტელევიზიას ძალიან უყვარს გვამები. საქართველოში რომ მოითავებენ გვამებს, მერე საზღვარგარეთის ამბებში გვიყვებიან ახალი გვამების ამბებს. კრიმინალური ქრონიკა ხო ჩვენი საინფორმაციოების საყვარელი თემაა. ძვირფასო ჟურნალისტებო, მოეშვით ძალადობის კულტივირებას, პირდაპირ ჩართვებს, ქართული ენის დამახინჯებას და ჩვენს წვალებას, გთხოვთ.”

natuka.t – “საშინელებაა მართლა, სეირის მოყვარული არაპროფესიონალი და უნახავი ჟურნალისტის საგმირო საქმე, ცუდად გავხდი რომ ვნახე, ნუთუ აუცილებელია მსგავსი რამის ჩვენება? რუსთავი2ის სირბილი არ გვყოფნიდა ერთი კუბო რომ არ გაუმაზია პროფილში თუ ანფასში და ეხლა იმედმა გადახურა საერთოდ. ბრავო!!! მაგრები არიან…………”

SPC – “გვამებს რომ უჩვენებენ ხოლმე … ეს იმ ადამიანების ინტერესების გაუთვალისწინებლობაც არის და არა ეთიკური. იმ ადამიანს არ ექნებოდა სურვილი მისი აწ უკვე გვამი მთელ საქართველოს ენახა…”

X-woman -“იმ მომენტმა ისე დამშოკა, მთელი დღე ცრემლები მერეოდა თვალებზე და ცუდად ვიყავი.” …

ეს არის ზრდასრული ადამიანების აზრი. წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში იქნებოდნენ მოზარდები.

ფორუმ.გე-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები:

აქვს თუ არა ტელევიზიას უფლება აჩვენოს თვითმკვლელობის კადრები
არა 53 56.38%]
კი 8 8.51%]
ვუჩივლებდი იმედს 21 22.34%
ტელევიზია სკანდალებს ეძებს 7 7.45%
რეიტინგის ასაწევად გადადგმული ნაბიჯია 5 5.32%]

მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ მაყურებელთა აზრს სრულად და ფორუმ.გე-ზე რეგისტრაციის შემთხვევაში, მიიღონ გამოკითხვაში მონაწილეობა:

http://forum.ge/?f=78&showtopic=33976849&st=0

http://forum.ge/?f=78&showtopic=33976870

♦   ♦   ♦

ტელეკომპანია “იმედს”

ასლი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

5 იანვრიდან დღემდე, მთელი დღის მანძილზე, საათში რამოდენიმეჯერ გადის ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 10 იანვარს 20:30-ზე დაგეგმილი გადაცემის “ინტიმი ქართულად”, უზნეო, არასრულწლოვნებისათვის (და არა მარტო მათთვის) მიუღებელი ანონსების ჩვენება. მსგავსი გადაცემები და ანონსები საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გადაიცეს მხოლოდ 24 საათის შემდეგ.

გთხოვთ, პატივი ეცით საქართველოს მოქალაქეებს და კანონმდებლობას, და სასწრაფოდ შეწყვიტეთ აღნიშნული ანონსებისა და გადაცემის გაშვება 24 საათამდე.

კავშირი “იბერიანა”

8 იანვარი 2009

♦   ♦   ♦

როდემდე?

უკვე რამდენიმე წელია, აღარ დაადგა საშველი “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მიღებას. ან რომ მიიღებენ, იქნება კი ისეთი, რომ მოთოკოს მაუწყებლების თავნებობა და აღკვეთოს დანაშაული მომავალი თაობების მიმართ? ერთმანეთს ეჯიბრებიან მაუწყებლები უზნეობისა და სისასტიკის პროპაგანდაში. მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა, კვლავაც იმეორებენ დღის საათებში იმ გადაცემებსა და ფილმებს, რომლის ჩვენებაც, არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის გამო, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აკრძალულია 23-24 საათამდე.

ყოველივე ამას დაემატა ახალი თავის ტკივილი, “ჯეოლაინის” უზნეო და უხამსი “პრიკოლები”, გინება, “სიყვარულის” (ანუ სექსის) გაკვეთილები, სილამაზისა და მშვენიერების პაროდია – კომპიუტერით შელამაზებული ადგილობრივი უზნეო ჯოჯოების ფოტო-რეკლამები და მრავალი სხვა.

ვინ გვთავაზობს ამ “შედევრებს”, უცნობია. კომპანია “ჯეოლაინის” საიტზე  www.geoline.ge ყველაფერს ნახავთ შემოქმედებითი ჯგუფის წევრების ვინაობის გარდა. კომპანიის მისამართია – ვაჟა-ფშაველას 45 (ამავე შენობაშია “რუსთავი2”). ‘

ნუთუ ვერ ხვდები ნორმალურო ქართველო, როგორ დამანგრევლად მოქმედებს ყოველივე ეს ერის მომავალზე?

როდემდე უნდა ითმინო სულში ჩაფურთხება?

24 ივლისი 2008

6 Responses

  1. “იმედი”- ბოროტების ტელევიზია
    http://iberiana.wordpress.com/2010/03/13/imedi-boroteba/

  2. Most of the blogs online are pretty much the same but i think you can add some value. Grats !

  3. Another highly helpful post. If you may possibly please update us about this story, that would definitely be fantastic.

  4. Resources such as the one you mentioned right here is going to be extremely useful to myself!

  5. Hey, great blog you have here, think I came across it on Yahoo but im not sure nowanyway, Ill check back again! Are guests allowed to post here?

  6. nice job on this one!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: