ტვ “კავკასიის” მიღმა


2010 წლის 7 მაისი

http://www.myvideo.ge/?video_id=892586

ტელეკომპანია “კავკასიათან” მომხდარი ინციდეტდის შემდეგ, “სახალო მართლმადიდებელი მოძრაობის” რვა წევრი დააკავეს. საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული, მათ შორის, სიტყვის თავისფლების ხელის შეშლის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ხულიგნობის მუხლით.

***

მამა დავით ქვლივიძე 7 მაისს ტვ “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:

http://www.myvideo.ge/?video_id=895722

***

9 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიტრის ტარებისა და განმშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი დავით ისაკაძე (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთერთი ხელმძღვანელი).

***

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” განცხადებას ავრცელებს

2010 წლის 12 მაისი

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია “კავკასიაში” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათი ორგანიზაციის მისამართით გაკეთებული განცხადებები, რეპორტაჟები თუ სიუჟეტები მიმართული იყო საზოგადოებაში უარყოფითი გაწყობილების შესაქმნელად.

“შეიქმნა ისტერიული და არასამართლებრივი ფონი, რაც ხელს უწყობდა მასმედიის ორგანიზაციებისა და საზოგადოების გარკვეულ წარმომადგენელთა მიერ, გამოძიების დაწყებამდე აპრიორული შეფასებების გაკეთებასა და კლიშეების მიწებებას. იმას, რომ მშობელთა კავშირის წარმომადგენელები არიან კრიმინალები, არიან დასაჭერები. მეტიც, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა გადაცემა “ბარიერის” მსვლელობისას, მანამ სანამ “ინციდენტი” დაიწყებოდა. უდანაშაულობის პრეზუმფციის ამგვარი დარღვევა არის დემოკრატიის ელემენტალური პრინციპების ხელყოფა, არის ძალადობა და მცდელობა ზემოქმედება მოახდინოს გამოძიების მსვლელობასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე”,-ნათქვამია მმკ-ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მზად არიან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ობიექტური გამოძიების წარმართვისათვის.

ამავე განცხადების მიხედვით, მათი ქმედებები სავსებით შეესაბამება ამ სამართლებრივი ნორმებს და პრინციპებს.

http://www.myvideo.ge/?video_id=902717

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: