კატეგორიული მოთხოვნები


                                                                                                                                                                                                                   
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა ჯგუფის  კატეგორიული მოთხოვნები

ტელესივრცეში შექმნილი სიტუაცია, რომელიც გამოიხატება არასრულწლოვნებისადმი მიუღებელი პროდუქციის მომრავლებაში, კერძოდ, ფილმების, ტელესერიალებისა და განსაკუთრებით უხამსი რეკლამების სიმრავლეში, გვაფიქრებინებს, რომ საჭიროა მაუწყებელთა კოდექსის იმ სახით შესწორება და შემდგომ მიღება, რომელიც საშუალებას არ მისცემს მაუწყებლებს სიტყვების თამაშით ბოროტად გამოიყენონ აღნიშნული კოდექსი.

ამასთან, კოდექსის პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო სამართლებრივ შეთანხმებებს ადამიანის უფლებათა შესახებ, საქართველოს კონსტიტუციას, მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონს, ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, ქართულ ეთნოფსიქოლოგიასა და ზნეობის ტრადიციულ ნორმებს. ამდენად მოვითხოვთ, მაუწყებლობის კანონის შესაბამისად შეიქმნას ახალი სარედაქციო ჯგუფი პარიტეტული წარმომადგენლობით: ერთის მხრივ, საზოგადოების, მეორეს მხრივ, მაუწყებელთა მონაწილეობით, რომელიც შეიმუშავებს ახალ პროექტს და მისი საჯაროდ გამოქვეყნებისა და საჯარო განხილვის შემდეგ წარუდგენს კომუნიკაციების კომისიას.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველად გთავაზობთ კოდექსის პროექტში გასათვალისწინებელ დებულებებს, რომლებიც შემუშავებულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ:

 

კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი, მე-5 მუხლი, მე-8 მუხლი, მე-10 მუხლი, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ამკვიდრებს მხოლოდ მაუწყებლის პრიორიტეტს მომხმარებელთან შედარებით, ეს კი ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე, კანონს მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, ევროპის ადამიანის უფლებათა დეკლარაციასა და ევროპის საბჭოს ყველა რეკომენდაციას მარეგულირებელი ორგანოებისა და მაუწყებლობის შესახებ შესახებ.
თვითრეგულირების ცნებაში იმის ნაცვლად, რომ იგულისხმებოდეს რამდენიმე მაუწყებლის ერთობლივი თვითრეგულირების ორგანო,  იგულისხმება ერთი მაუწყებლის შიდა განყოფილება. ამასთან ერთად, ასეთი თვითრეგულირება უარყოფს კომისიის მხრიდან რეგულირებას, რაც მარეგულირებელ ორგანოების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.

მე-6 მუხლი. ამოღებულ იქნეს “ზ” ქვეპუნქტი – კონტექსტის პრინციპი, რადგან ეს პრინციპი შემუშავებულია დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემის ჩარჩოებში და მისი მოქმედება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოშიც მსგავსი სისტემა იქნება.

მე-6 მუხლი-ს ”ჩ” ქვეპუნქტი – შიშველი სხეულის განმარტებას დაემატოს ”სხეული, რომელზეც დაუფარავია სასქესო ორგანოები და/ან ქალის შიშველი მკერდი, დუნდულები”.

მუხლი 12. შეცვლა – ”შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში”.
სასურველია კოდექსში გადმოვიდეს და ფაქტიურად აღდგეს 2001 წელს ახალგაზრდობის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული არასრულწლოვანთა მავნე ზემოქმედებისგან დაცვის კანონთან თანდართული  კრიტერიუმები

მუხლი 24. ეწინააღმდეგება 39 მუხლს, ამოღებულ იქნეს ტექსტიდან ”პორნოგრაფიის სცენები”

მუხლი 24. პუნქტი 4 – დაუშვებელია

მუხლი 24. დაუშვებელია მე-5 პუნქტის(, რომელიც  ეწინააღმდეგება 39 მუხლს მე-2 პუნქტს

მუხლი 34. მე-8 პუნქტი შეცვლა ”12 წლამდე წყალგამყოფი 22 საათი”

მუხლი 36. დაემატოს პუნქტი: უხამსი ქმედებისა და მეტყველების (ბილწსიტყვაობა, გინება) დემონსტრირება მაუწყებლობით დაუშვებელია.

მუხლი 38 მე-2 პუნქტში დამატება ”დაუშვებელია ნარკოტიკების დამზადებისა და ინტრავენური მოხმარების სცენების ჩვენება”

მუხლი 39. შეცვლა ”ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება აკრძალულია.

მუხლი 41. პ უნქტი 3 (18 წლამდე).ბ) შეცვლა  არასრულწლოვანის მონაწილეობით

მუხლი 41 პუნქტი 3.ა) შეცვლა “ჩვენება დაუშვებელია”.

მუხლი 41 პუნქტი 3.დ) დამატება  ნარკოტიკების დამზადების  და მოხმარების სცენები” დაუშვებელია.

მუხლი 41 პუნქტი 5.შეცვლა  ა) ”სექსუალური სცენები” ცალკე პუნქტის გამოყოფა

მუხლი 41 პუნქტი 4. გ) შეცვლა -”თვითმკველობის ჩვენება დეტალებით დაუშვებელია”

მუხლი 41 პუნქტი 4. შეცვლა – ”უკიდურესად შეურაცხმყოფელი ლექსიკა საერთოდ დაუშვებელია”.

30-ე მუხლის მე-3 პუნქტში  დაემატოს “ბავშვის ან 18 წლამდე ადამიანის ან ადამიანის, რომელიც გამოიყურება როგორც 18 წლამდე ადამიანი, სექსუალურ ურთიერთობის ასახვა”.

41 მუხლს დაემატოს პუნქტის “ასაკობრივად შეზღუდული მასალა შეიცავს 6 კატეგორიას:
სექსი, სიშიშვლე, თემები*, ძალადობა, მეტყველება, ნარკოტიკები.

22 საათამდე გასული პროგრამა არ უნდა (ან მინიმალურად) ეხებოდეს შემდეგ *თემებს: სექსი, დანაშაული, თვითმკვლელობა, წამალსა ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, სიკვდილი, სერიოზული ავადმყოფობა, ოჯახის დაშლა და რასიზმი, აზარტული თამაშები.  ეს თემები მხოლოდ 12 წლიდანაა დაშვებული ასაკობრივი გათვალისწინებით.

41-ე მუხლს მე-16 პუნქტი შეცვლა ”წყალგამყოფის შემდეგ განთავსებული ოჯახური ჩვენებისთვის განკუთვნილი კატეგორიის გარდა სხვა კატეგორიის მქონე გადაცემათა ანონსების წყალგამყოფამდე განთავსება არ შეიძლება”
 დაწესდეს დროითი ზღვარი 7 წლისთვის 21 საათი,
 რადიოთი წყალგამყოფი დაწესდეს 23 საათიდან
 დაწესდეს მუხლი, რომელიც  უხამსობას საერთოდ აკრძალავს.
გაფრთხილების ტექსტი დაზუსტდეს და  დაემატოს ”უნდა გაკეთდეს სიტყვიერი და ვიზუალური განცხადება”.

დაემატოს პუნქტი ”სამედიცინო პროცედურების დემონსტრაციას უნდა ახლდეს შესაბამისი სიტყვიერი და ვიზუალური გაფრთხილება”.

დაემატოს  შეზღუდვა “შიშველი სხეულის ჩვენება წყალგამყოფამდე დაუშვებელია”.
 პუნქტის დამატება ”ვებ-გვერდები, რომლებიც შეიცავენ არასრულწლოვანისთვის მავნე მასალას უნდა უზრუნველყოფილი იყოს კოდირების სისტემით.

მუხლის დამატება ”აკრძალულია ვებ-გვერდებზე ისეთი რადიო და ტელემასალის განლაგება, რომელიც შეუფერებელია არასრულწლოვანისთვის. ასეთი მასალის განლაგება დაშვებულია მხოლოდ კოდირების სისტემის მქონე ვებ-გვერდებზე”.

მუხლის დამატება ”კონტრაცეფციის, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებისა და უსაფრთხო სექსის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია 24 საათამდე.

მუხლის დამატება “აკრძალულია კლასიფიკაცია მიუნიჭებელი ან კლასიფიკაციაზე უარის მიღებული ფილმის ან პროგრამის დემონსტრირება”.

 

2008

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: