მიმართვა


 

ადამიანის უფლებათა დამცველ და ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებს
 

2009 წლის მარტს მიღებული იქნა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ძალადობის სცენების დემონსტრაციას ტელეეთერით 15 წამის განმავლობაში (მუხლი 45, ქვეპუნქტები ე) და ზ); მცირეწლოვანთათვის მავნე ზემოქმედების მქონე მასალის ჩვენების წყალგამყოფი გადმოწეულია 22-დან 20 საათზე (მუხლი 38 პუნქტი 4); უხამსი სცენების ჩვენება ნებადართულია 20 საათიდან (მუხლი 40); საჩივრით მიმართვა დასაშვები მხოლოდ მაუწყებელთან.

http://www.gncc.ge/files/7060_7177_768808_qcevis%20kodeqsi%20_saboloo%20-%20geo_.pdf

2006 წლიდან მაუწყებლობის კანონის მუხლით აიკრძალა სასამართლოში მიმართვა (კანონის 59 პრიმა მუხლი, პირველი და მეორე პუნქტები, „დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება“) და გაუქმდა სანქციები მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის.

მცირეწლოვანთა უფლება დაცული იყოს მავნე ზემოქმედებისგან, დაცულია გაერო-ს ბავშვთა უფლებების კონვენციით, ასევე ევროპის საბჭოს რეკომენდაციებით. ასეთი სამაუწყებლო ქცევის კოდექსის გამო, ქართული სატელევიზო ტელეარხებით მუდმივად გადაიცემა ძალადობის სცენები, რადგან არცერთ ფილმში ძალადობის სცენა არ გრძელდება 15 წამზე მეტს. ხშირია უხამსი სცენებისა და ნარკოტიკის მოხმარების სცენების ტრანსლირება, რადგან აღარ არსებობს ჯარიმები ასეთი სცენების ჩვენებისათვის. შედეგად მნიშვნელოვნად გაზრდილია დანაშაული მოზარდებშიც კი.

მოგმართავთ თხოვნით, ადამიანის უფლებათა დამცველ და ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებს სასწრაფოდ დაგვიკავშირდეთ და საერთო წერილით მივმართოთ ხელისუფლებას, რათა:

1. შეცვლილი იქნეს კანონმდებლობა;

2. მოხდეს ძალადობისა და უხამსობის ტრანსლირების შეზღუდვა;

3. აღდგეს სასამართლოში მიმართვის უფლება.

 

 პატივისცემით,

კავშირი “იბერიანა”

 

 

P.S. სამწუხაროდ  ჩვემს ამ მიმართვას მხოლოდ ერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა ბათუმიდან.

შედეგიც შესაბამისი გვაქვს – ამაზრზენი ქართული ტელევიზია.

 

                         

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: