კოდექსი


2009 წლის 12 მარტი ქ. თბილისი

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

თავი X

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

მუხლი 34. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი

მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

მუხლი 35. მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1.დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

2.პროგრამის მომზადებისა და გადაცემისას, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.მაუწყებლის მიერ მასალის მოპოვების მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს პროგრამის შინაარსის პროპორციული.

4.ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის, ფოსტის თუ სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ, შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

5.ეთერში გადაცემამდე, მაუწყებელი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში გადაღებული კადრები, სიტყვები ან ქმედება, არ არის ისეთი პირადი ცხოვრების ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის ან გადაღებული ორგანიზაციის წინასწარ თანხმობას.

6.ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

7.გაშუქებულ მოვლენებში, შემთხვევით დაფიქსირებული ადამიანები არ კარგავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, არც პროგრამის მომზადების და არც მისი ეთერში გაშვებისას, თუ ასეთი ხელყოფა გამართლებული არ არის. აღნიშნული წესი მოქმედებს მოვლენების მიმდინარეობის დროსაც და მოგვიანებით ამ მოვლენების ამსახველი პროგრამების ეთერში გაშვების შემთხვევაშიც.

8.საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მოსამზადებლად სავალდებულოა, თანხმობის მიღება შესაბამისი უფლებამოსილი პირისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო იმ პიროვნებისაგან, რომელიც შემთხვევით მოხვდა ჩაწერილ მასალაში, ან თუ, მისი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

9.სკოლაში, საავადმყოფოში, სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად, სავალდებულოა თანხმობის მიღება, როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოების ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

10.მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ, არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა.

11.დორსტეპინგი გაუმართლებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას.

12.მაუწყებელს, მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრების ჩაწერის უფლება აქვს, იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპოდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს (თუ ეს არის ჩაწერის მიზეზი). თუ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ჩაწერილი საუბარი ეთერით გადაიცემა (მაგრამ ამის შესახებ რესპოდენტს სატელეფონო საუბრის დროს არ ეცნობა), მაშინ მაუწყებელმა რესპოდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარი ქცევა გამართლებული არ არის.

13.საჯარო ადგილებში მაუწყებელს შეუძლია, წინასწარი გაფრთხილების გარეშე აიღოს ინტერვიუ, გადაიღოს და ჩაწეროს ადამიანები საინფორმაციო პროგრამებისათვის.

14.ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა გამართლებულია:

ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულების თუ მოსაზრების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია.

გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, სტრესს ან უხერხულობას.

15.კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე ფარული ჩაწერა, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.

16.ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეო კამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპოდენტის ინფორმირების გარეშე, ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია.

17.ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია.

18.გასართობ და კომედიურ პროგრამებში, ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნას გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირების და/ან ორგანიზაციების იდენტიფიცირება.

19.ფარული ჩანაწერის რედაქტირების შედეგად მომხდარი ფაქტი ზუსტად და სამართლიანად უნდა აისახოს პროგრამაში.

20.მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის Sedegad დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა.

21.დაუშვებელია მაუწყებლის მიერ გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ ზეწოლის განორციელება იმისათვის, რომ მათ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა ან დათანხმდნენ ინტერვიუზე.

22.დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

23.ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს. იგივე ეხება ინსცენირებულ რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ პროგრამებს.

24.შესაძლებლობის ფარგლებში მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეატყობინოს მასალაში ასახულ პიროვნებას (პიროვნებებს) და/ან მისი ოჯახის წევრებს დაგეგმილი პროგრამის შესახებ და პროგრამის ეთერში გაშვებაზე, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული მასალა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო წარსულში.

25.მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 18 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 18 წლამდე ასაკის პირები არ კარგავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მათი მშობლების პოპულარობის ან სკანდალური იმიჯის გამო.

26.18 წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მათი მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განხილვის საგანი არ არის მნიშვნელოვანი, ან ადეკვატურია არასრულწლოვანთა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის სოციალურ სტატუსთან ან თუ ინდივიდის მონაწილეობა პროგრამაში უმნიშვნელოა, ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

27.18 წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის შეკითხვის დასმა დასაშვებია, მხოლოდ მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კითხვები არ შეეხება სადავო ფაქტებს ან მოვლენებს, ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

მუხლი 36. სახელმძღვანელო რეკომენდაციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის

1.მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

2.ინტერვიუს აღების მიზნით უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს მაუწყებელი შეიძლება დაუკავშირდეს მისი მეგობრების ან ნათესავების მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახლობლების მეშვეობით დაკავშირება შეუძლებელია და არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.

თავი XI

არასრულწლოვანთა დაცვა

მუხლი 37. არასრულწლოვანთა დაცვის პრინციპი

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვნების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან.

2. პროგრამების განრიგის შედგენისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის უზრუნველყოფასა და ზრდასრული აუდიტორიის უფლებას შორის, დღის განმავლობაში მიიღოს ინფორმაცია. საინფორმაციო პროგრამის ეთერში გასვლისას უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი განცხადება, თუ ეთერში გასულმა მასალამ შეიძლება გამოიწვიოს აუდიტორიის აღელვება ან აღშფოთება.

მუხლი 38. მაუწყებლის მიერ არასრულწლოვანთა დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1.აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ , ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.

2.მაუწყებელი ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის ამ კოდექსით განსაზღვრული კრიტერიუმები, პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ისინი სამაუწყებლო ბადეში ამ კოდექსით განსაზღვრული დროითი შეზღუდვების შესაბამისად;

3. სამაუწყებლო ბადის შედგენისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს:

ა) არსებობს თუ არა არასრულწლოვნების ფიზიკური, ფსიქოლოგიური , ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისათვის მავნე ზეგავლენის მოხდენის რეალური საფრთხე;

ბ) რამდენად შესაფერისია პროგრამა ან/და მასში გამოყენებული მასალები შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის არასრულწლოვანთათვის;

გ) პროგრამის დანიშნულება და სარედაქციო ღირებულება.

4.არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა სრულად უნდა იქნას უზრუნველყოფილი წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, რომელიც მოიცავს 06.00 საათიდან 20.00 საათამდე პერიოდს;

5.სამაუწყებლო ბადის შედგენისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 20.00 საათიდან 24.00 საათამდე, სამაუწყებლო ბადეში პროგრამათა დაგეგმვა უნდა განხორციელდეს, ისე რომ არ მოხდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ არასრულწლოვანთა ასაკობრივ ჯგუფებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა;

6.ეს კოდექსი ადგენს არასრულწლოვანთა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებს:

ა) 7 წლამდე;

ბ) 12 წლამდე;

გ) 15 წლამდე;

დ) 18 წლამდე;

7.ამ კოდექსით განსაზღვრული არასრულწლოვანთა ასაკობრივი ჯგუფების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით, მაუწყებელი ვალდებულია მოახდინოს მის სამაუწყებლო ბადეში განსათავსებელი პროგრამების კლასიფიკაცია არასრულწლოვანთა ამ კოდექსით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფებისათვის შეუფერებელი, შესაბამისი კატეგორიების პროგრამების განსაზღვრისა და მათი სათანადო დროითი შეზღუდვებით დაგეგმვის გზით;

8.დგინდება არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მომხდენ სამაუწყებლო პროგრამათა შემდეგი კატეგორიები:

ა) 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები;

ბ) 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები;

გ) 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები;

დ) 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები;

9.მაუწყებლებმა უნდა გამოიყენონ პროგრამათა კატეგორიების მიხედვით კლასიფიკაციისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული კრიტერიუმები;

10.მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი დროითი შეზღუდვებით:

ა) 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 24.00 საათამდე;

ბ) 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 23 საათამდე4308 _f1;

გ) 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 20 საათამდე;

დ) 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 06.00 საათიდან 20.00 საათამდე, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, როცა არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი მასალების განთავსება იმ პროგრამებში, რომელიც დაგეგმილია 06 საათიდან 20.00 საათამდე ანუ წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ პროგრამა შეიცავს 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელ მასალას: ვიზუალური სპეციალური ნიშანდებით, მუდმივად მასალის გადაცემისას, ტექსტურად, აგრეთვე ვერბალურად მასალის გადაცემამდე – წინასწარ.

11.პროგრამა, რომელიც რომელიმე დროითი შეზღუდვით ზღვარს კვეთს სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის დაწყების მომენტისათვის მოქმედ მოთხოვნებს.

12.შემდეგი სპეციალური შემზღუდავი ნიშანი უნდა გამოისახოს პროგრამის დაწყებისას და ყოველი სარეკლამო შესვენების შემდეგ, 60 წამის განმავლობაში:

ა) “18”, წრეში, როდესაც პროგრამა შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;

ბ) “15”, წრეში, როდესაც პროგრამა შეუფერებელია 15 წლის არასრულწლოვნებისთვის;

გ) “12”, წრეში, როდესაც პროგრამა შეუფერებელია 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;

დ) “7”, როდესაც პროგრამა შეუფერებელია 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;

13.რადიომაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საბავშვო დროს სამაუწყებლო ბადის დაგეგმვას. ზრდასრული აუდიტორიისათვის განკუთვნილ პროგრამაზე გადასვლა არ უნდა მოხდეს მკვეთრად, წყალგამყოფის შემდეგ ან საბავშვო დროს.

14.მაუწყებელი ვალდებულია, მიიღოს სკოლის თანხმობა, როდესაც გადაღება სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს ხორციელდება.

მუხლი 39. სექსუალური, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სცენები

1.დაუშვებელია სექსუალური სცენის, აგრეთვე გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკული გამოსახვა და გადაცემა, 06.00 საათიდან 24:00 საათამდე;

2.სექსუალური სცენებისა ან/და სქესობრივი ურთიერთობის შესახებ განხილვების ეთერში გადაცემა 20:00 საათიდან 23:00 საათამდე, გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, ჯეროვნად შემოკლებული და რედაქტირებული ფორმით.

მუხლი 40. შეურაცხმყოფელი ლექსიკა

უხამსი ქმედება და შეურაცხმყოფელი ლექსიკა არ უნდა იქნას გამოყენებული არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ პროგრამებში და წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში.

მუხლი 41. ძალადობა და სახიფათო ქმედება

1.ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის, როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით.

2.დაუშვებელია არასრულწლოვნის მიერ იოლად იმიტირებადი ძალადობრივი ან სახიფათო ქმედების გადაცემა:

ა) საბავშვო პროგრამებში;

ბ) 23:00 საათიან წყალგამყოფამდე, თუ ამის მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთება არ არსებობს.

მუხლი 42. ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი

1.დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 23:00 საათამდე ან საბავშვო პროგრამებში.

2.დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, ალკოჰოლისა და თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გამართლება, წახალისება ან მოწონება.

3.დაუშვებელია ნარკოტიკების, საინექციო ხელსაწყოების, ნარკოტიკული ნივთიერებების მომზადების ტექნოლოგიის, გამოყენების პროცესის (იქნება ეს  სოციალური კლიპი, დოკუმენტური ფილმი, ტელეგადაცემა თუ სხვ.) გადაცემა.

მუხლი 43. ქვეცნობიერზე ზემოქმედება, ჰიპნოზი, ოკულტიზმი და პარანორმალური მოვლენები

1.დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ტექნიკური, აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად ინფორმაციის გადაცემა ან ზეგავლენის მოხდენა აუდიტორიის ქვეცნობიერზე.

2.ოკულტიზმის, პარანორმალური, სხვა მსგავსი მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება დაუშვებელია 23:00 საათამდე. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა შემცირდეს მგრძნობიარე აუდიტორიაზე ჰიპნოზირების ან სხვა უარყოფითი რეაქციის რისკი.

მუხლი 44. არსრულწლოვანთა დაცვის სხვა საკითხები

1.არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად.

2.მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო.

3.მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა.

მუხლი 45. სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი

კრიტერიუმები

1. 18 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა თუ ის შეიცავს:

ა) სქესობრივი აქტის ან სექსუალური ძალადობის ამსახველ გრაფიკულ სცენებს;

ბ) არასრულწლოვანის მონაწილეობით ან გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენებს;

გ) ნარკოტიკების დამზადების და მოხმარების წესის ახსნა-განმარტებასა და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

დ) თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამართლებასა და მოწონებას.

ე) თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკულ ასახვას ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით;

ვ) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის გამოყენებას (დანა, ნაჯახი და ა.შ.) ზიანის მიყენების მიზნით ან მკვლელობისთვის;

ზ) ძალადობის ამასხველ სცენებს ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამებისა);

2. 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა თუ ის შეიცავს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს;

ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენებს ან მათ გრაფიკულ ასახვას;

გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია კონტექსტით;

დ) ნარკოტიკული საშუალებებისა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას;

3. 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს:

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს;

ბ) შეურაცმყოფელ ლექსიკას;

4. 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) ზეგავლენის მომხდენი შინაარსის ამსახველ სიუჟეტებსა და სცენებს.

მუხლი 46. შეუზღუდავი პროგრამა

შეუზღუდავი პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტებით განსაზღვრულ სიუჟეტებს, უნდა იყოს შესაფერისი ოჯახური აუდიტორიისთვის და არ უნდა შეიცავდეს ძლიერი ნეგატიური ემოციების გამომწვევ სიუჟეტებს, სცენებსა ან თემატიკას.

მუხლი 47. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ არასრულწლოვანთა დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

1.სამაუწყებლო ბადის დაგეგმვისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს:

ა) პროგრამის ხასიათი;

ბ) აუდიტორიის სავარაუდო სიდიდე და ასაკი, სასკოლო დრო, დასვნებისა და უქმე დღეები;

გ) პროგრამის დაწყებისა და დასრულების დრო;

დ) მაუწყებლისა და კონკრეტული პროგრამის ხასიათი;

ე) სავარაუდო აუდიტორიის მოლოდინი მაუწყებლის მიმართ კონკრეტულ დღესა და დროს.

2.სახიფათო ქმედების გაშუქებას თან უნდა ერთვოდეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მისი გამეორება სახიფათოა ექსპერტების ზედამხედველობის გარეშე.

3.ფასიან სამაუწყებლო არხს, შეუძლია განათავსოს პროგრამა, რომლის ჩვენება შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ მოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ უფლებამოსილი ზრდასრული აბონენტისთვის.

4.06:00 საათიდან 20.00 საათამდე, წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში გადაცემული პროგრამები უნდა იყოს შესაფერისი საოჯახო, მათ შორის საბავშვო ჩვენებისთვის. რაც უფრო ადრეა საღამოს პროგრამა დაგეგმილი, მით უფრო შესაფერისი უნდა იყოს ის არასრულწლოვნებისთვის. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესის ან მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების არსებობისას შეიძლება ამ წესიდან გადახვევა და ასეთ დროს აუდიტორიას წინასწარ უნდა მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია პროგრამის შინაარსის შესახებ.

5.რადიოპროგრამების განრიგის შედგენისას, მაუწყებელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს 23 საათმდე არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის თვალსაზრისით. რადიოთი დღის განმავლობაში შეიძლება გადაიცეს ისეთი სიმღერები, რომლებიც შესაფერისია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

6.არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი მაუწყებლის ვებგვერდი არ უნდა იყოს მიბმული ზრდასრულთათვის განკუთვნილ მასალასთან და უნდა შეესაბამებოდეს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მოთხოვნებს. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს ბმულები მესამე პირთა ვებგვერდებთან, რომლებიც ზრდასრულთათვის განკუთვნილ მასალას შეიცავს. ვებგვერდი არ უნდა შეიცავდეს მასალას, რომელიც შეუფერებელია ეთერში გასვლისთვის. პროგრამასთან დაკავშირებული ინტერაქტიული მომსახურება და ვებმასალა ასევე უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

7.მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება პროგრამის ხასიათის შესახებ აუდიტორიის ინფორმირების მიზნით. ეს შეიძლება მოხდეს პროგრამის მოკლე ანოტაციის გამოქვეყნებით, საეთერო ან ონლაინ განცხადებებით, ან სპეციალური ნიშნის მინიჭებით. ის არ უნდა იქნას გამოყენებული არასრულწლოვნების წახალისებისათვის, უყურონ ან მოუსმინონ პროგრამას.

8.ისეთი პროგრამის დაწყებამდე, რომელმაც შეიძლება აუდიტორიაში გამოიწვიოს ძლიერი ნეგატიური ემოციები უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი განცხადება. იმ პროგრამის ანონსები, რომლის ჩვენება უნდა მოხდეს წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში უნდა იყოს შესაფერისი საოჯახო ჩვენებისთვის. გამაფრთხილებელი განცხადება უნდა იყოს ფაქტობრივი ხასიათის და შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას, რათა აუდიტორიამ ინფორმირებულად გადაწყვიტოს არის თუ არა პროგრამა მათთვის შესაფერისი. ის არ უნდა იქნას გამოყენებული არასრულწლოვნების წახალისებისათვის, უყურონ ან მოუსმინონ პროგრამას.

9.მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობის გარეშე, მაუწყებელმა არ უნდა სთხოვოს არასრულწლოვანს ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოთქმა (ინტერვიუ ან/და სამაუწყებლო პროგრამაში მონაწილეობა), რომლზეც სათანადო პასუხის გაცემა მის შესაძლებლობებს აღემატება. ინფორმირებული თანხმობის მიღების მიზნით, მაუწყებელმა გასაგებად უნდა აუხსნას არასრულწლოვანს და მის მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს პროგრამის ხასიათი. სასურველია ნათესავის, ოჯახის მეგობრის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის ან მასწავლებლის დასწრება ბავშვთან დელიკატურ ან რთულ საკითხებზე საუბრისას, როგორიცაა მაგალითად, ანტისოციალური (დევიაციური ან დელიკვენტური) ქმედება, ნარკოტიკები და სხვა. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები ხშირად აზვიადებენ საკითხებს ან ამბობენ იმას, რისი გაგონებაც, მათი აზრით, სურთ ზრდასრულებს.

10.მშობლისგან, მეურვისაგან ან მზრუნველისაგან თანხმობაზე უარის მიღების შემთხვევაში, ბავშვის პროგრამაში მონაწილეობა დასაშვებია თუ არსებობს მნიშვენლოვანი საზოგადოებრივი ინტერესი და თუ ასეთი გადაწყვეტილება ეფუძნება არასრულწლოვანის თავისუფალ ნებას და ინფორმირებულ თანხმობას. რაც უფრო ახალგაზრდაა არასრულწლოვანი მით უფრო მნიშვნელოვანია მშობლისგან მეურვისაგან ან მზრუნველისაგან თანხმობის მიღება. დაუშვებელია არასრულწლოვნის ან მშობლის მეურვის ან მზრუნველის ფინანსური დაინტერესება თანხმობის მისაღებად. დასაშვებია მხოლოდ დასაბუთებული და კანონიერი ხარჯების დაფარვა.

11.აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა სოციალიზაციის პროცესს.

თავი XII

დანაშაული და ანტისოციალური ქმედება

მუხლი 48. დანაშაულისა და ანტისოციაულური ქმედების გაშუქების პრინციპი

მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაული ან გამოიწვიოს საზოგადოებრივი არეულობა და ანტისოციალური ქმედება. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, ხოლო მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.

მუხლი 49. მაუწყებლის მიერ დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1.მაუწყებლმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაულის ჩადენა ან გამოიწვიოს ანტისოციალური ქმედება, ან რომელიც ამართლებს ან იწონებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათი ან ანტისოციალურ ქმედებას.

2.დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

3.დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

4.დაუშვებელია თანხის გადახდა, თანხის გადახდის დაპირება ან ნატურით გადახდა ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ან სხვა პირისთვის დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

5.დაუშვებელია გამოძიების მიმდინარეობისას მოწმის, მისი ნათესავების ან ოჯახის წევრებისთვის პირდაპირ ან ირიბად თანხის გადახდა, ან თანხის გადახდის დაპირება, გარდა პროგრამის ან ინტერვიუს მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა.

6.დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას, თანხის გადახდა გამართლებულია მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესის მქონეა და თუ მისი მიღება თანხის გადახდის გარეშე შეუძლებელია.

7.მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა შესახებ, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სასამართლო პროცესს ან გავლენა მოახდინოს მის შედეგზე.

8.დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ხერხის ისეთი აღწერა ან დემონსტრირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულის ჩადენას, გარდა იმ შემთხევებისა როცა არსებობს სარედაქციო დასაბუთება.

მუხლი 50. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ დანაშაულის და ანტისოციალური ქმედების გაშუქების შესახებ.

1.დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა:

ა) არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს;

ბ) მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს საგამოძიები ორგანოებისა და ექსპერტების დასკვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მაუწყებელი საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს, რომელიც გამოავლენს ოფიციალური გამოძიების უზუსტობას, წინააღმდეგობრიობას ან ინერტულობას და ფლობს საკმარის ინფორმაციას სანდო ჟურნალისტური შეფასების გაკეთებისათვის.

2.სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, რაიმე ოპერაციაზე დასწრება, გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა. კერძო საკუთრებაზე განხორციელებულ ოპერაციებზე დასწრებისას, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს თანხმობა მესაკუთრისგან, ხოლო ნებართვაზე უარის შემთხვევაში დატოვოს ტერიტორია გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.

3.ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერვიუს ჩაწერისას მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის მოწონების ან გამართლებისგან და დაიცვას პატიმართან ინტერვიუს ჩაწერის წესები.

4.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

5.მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დაზარალებულის ვინაობის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული თანახმაა და არსებობს საზოდოებრივი ინტერესი.

6.მაუწყებელმა, როგორც წესი, არ უნდა ჩამოართვას მოწმეს ინტერვიუ სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.

7.უკანონო ქმედების ჩადენაზე დასწრებისას მისი ჩაწერა დასაშვებია, თუ ეს არ უწყობს ხელს დანაშაულებრივ ქმედებას.

8.მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, დანაშაულის რეკონსტრუქციის გადაცემისას, მაუწყებელმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს სად იწყება და მთავრდება რეკონსტრუქცია.

9.დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს პიროვნების იდენტიფიცირება, როცა:

ა) ადამიანი გამოიყენება ქმედების ილუსტრირებისათვის ან არ არის სრულად პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე;

ბ) რთულია ინფორმირებული თანხმობის მიღება, მაგალითად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო;

გ) არსებობს მაყურებლის მიერ გონივრული ვარაუდის საფუძველზე კადრში შემთხვევით მოხვედრილი პიროვნებების დანაშაულთან დააკავშირების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, მასალა საჯარო ადგილას არის გადაღებული თუ კერძო ტერიტორიაზე.

10.საარქივო მასალის ჩვენებისას მაუწყებელმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და თავიდან აიცილოს მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ერთი დანაშაულის ამსახველი კადრების გამოყენებისას, მეორეს დანაშაულის ილუსტრირების ან გამოძიების ან სასამართლო პროცესის ანონსისთვის. მაუწყებელმა, როგორც წესი, უნდა გაიაროს იურიდიული კონსულტაცია დანაშაულის ამსახველი საარქივო მასალის გამოყენებისას, თუ საქმე სასამართლო განხილვის პროცესშია.

თავი XIII.

შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება

მუხლი 51. შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევისა და  საგანგებო ვითარების გაშუქების პრინციპი

მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს, შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინს შორის.

მუხლი 52. მაუწყებლის მიერ შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქებისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1.შეიარაღებული კონფლიქტის, ადგილობრივი ან საერთაშორისო საგანგებო ვითარების გაშუქებისას უნდა დასახელდეს ინფორმაციის წყარო და მესამე პირისგან მიღებული მასალა, აგრეთვე აღინიშნოს ექვემდებარება თუ არა რეპორტაჟი კანონით დადგენილ შეზღუდვებს.

2.მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გატაცებული, მძევლად აყვანილი, ალყაში მყოფი პირის სიცოცხლეს ან მის გათავისუფლებაზე მიმართულ ღონისძიებებს.

მუხლი 53. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქების შესახებ

1.შეიარაღებული დაპირისპირების, მძევლების აყვანის და საგანგებო ვითარების დროს, მაუწყებელმა აუდიტორიას უნდა მიაწოდოს ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია.

2.მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

3.ტერორისტის, გამტაცებლის ან მძევლის განცხადება ან მასთან ინტერვიუ არ უნდა გადაიცეს მაუწყებლის სარედაქციო ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე. ინტერვიუს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოხდეს ინფორმაციის გადაცემით მიღებული სარგებლისა და ზიანის შეფასება.

4.ტერორისტის ან გამტაცებლის მოთხოვნა ან განცხადება ეთერში უნდა გადაიცეს რედაქტირებული სახით, რათა თავიდან იქნას აცილებული მის მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

5.მძევლებთან ან ტერორისტებთან/მძევლების ამყვანებთან სატელეფონო ან სხვაგვარმა პირდაპირმა კავშირმა ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებაში და საფრთხე არ უნდა შეუქმნას მძევლების სიცოცხლეს.

6.მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს პოლიციისა და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების რჩევები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გაშუქებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მოთხოვნა ინფორმაციის გაშვების ან გაშვებისგან თავის შეკავების შესახებ, როგორც წესი, უნდა დაკმაყოფილდეს მაუწყებლის მიერ.

7.საზოგადოებრივი არეულობის გაშუქებისას, მაუწყებელმა:

ა) სრულად და ობიექტურად უნდა ასახოს მოვლენების განვითარება;

ბ) განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გადასცეს არეულობაში მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და მიუთითოს ინფორმაციის წყარო, როდესაც მოვლენების გაშუქებისას დაპირისპირების ერთ მხარეს აღმოჩნდება;

გ) განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს რეაქციას, რაც შეიძლება კამერების გამოჩენას მოყვეს არეულობის მონაწილეთა მხრიდან.

8.თუ ძალადობა ან არეულობა ზედმეტად გამომსახველობით ფორმებს იღებს, მაუწყებელმა უნდა შეწყვიტოს მოვლენების პირდაპირი ტრანსლირება და ჩაწერილი მასალა შემდგომში დამონტაჟებული სახით გადასცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია აუდიტორიის დროული ინფორმირება მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

თავი XIV

ზიანისა და შეურაცხყოფისაგან დაცვა

მუხლი 54. მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის პრინციპი

მაუწყებელმა უნდა დაიცას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.

მუხლი 55. მაუწყებლის მიერ მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1.მაუწყებელის მიერ პოტენციურად შეურაცხმყოფელი მასალის გადაცემა გამართლებული უნდა იყოს სარედაქციო კონტექსტით და ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვან პირთა დაცვის პასუხისმგებლობას შორის. პოტენციური ზიანის შემცირების მიზნით მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის ან გაფრთხილების გავრცელება.

2.მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელიც ამართლებს ან იწონებს ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას და შეიძლება წაახალისოს სხვები მსგავსი ქმედებისკენ.

3.მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები. აღნიშნული მეთოდების გადაცემა იმ შემთხვევებშიც კი როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონტექსტით, უნდა მოხდეს მხოლოდ ვერბალური სახით.

4.ეგზორციზმის, ოკულტიზმის, პარანორმალური მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება უნდა მოხდეს ჯეროვანი ობიექტურობით, გარდა იმ  შემთხვევისა როცა პროგრამა აშკარად გასართობი ხასიათისაა.მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი რჩევა ჯანმრთელობის, ფინანსური მდგომარეობის, დასაქმების ანურთიერთობების შესახებ, რომელმაც შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენოს.

მუხლი 56. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ პოტენციური ზიანისა და შეურაცყოფისაგან დაცვის შესახებ

1.აუდიტორიის შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას.

2.შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ტონალობა და სარედაქციო კონტექსტი. შეიძლება ზოგჯერ აუცილებელი გახდეს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება ინფორმაციის მთლიანობის უზრუნველსაყოფად ან თავზარდამცემი მოვლენის რეალური შინაარსის წარმოჩენის მიზნით.

3.ახალ ამბებში ძალადობის ამსახველი კადრების გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას მათი ინფორმაციული ღირებულებისა და გასაშუქებელი მოვლენისადმი მათი მნიშვნელობის, აგრეთვე აუდიტორიის სავარაუდო რეაქციის გათვალისწინებით.

4.რეპორტაჟი არ უნდა შეიცავდეს გვამების ან დაჭრილთა ტანჯვის ამსახველ

15 წამზე მეტი ხანგრძლივობის კადრებს. ამბის გადმოსაცემად შეიძლება საჭირო გახდეს გარდაცვლილთა შორი ხედით ჩვენება, ახლო ხედების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა საზოგადოების ინტერესის არსებობის შემთხვევისა.

5.დაუშვებელია ძალადობის სენსაციად გადაქცევა. შესაძლებელია საჭირო იყოს შოკისმომგვრელი მასალის გამოყენება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალზე ფრთხილი ანალიზის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

6.ძალადობის გაშუქებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტორები, რომელთა ერთობლიობამაც შეიძლება აუდიტორიაზე ძალადობის ემოციური ზემოქმედების ხარისხი გაზარდოს:

ა) საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილი ძალადობა: ოჯახური ძალადობა, გასართობ დაწესებულებებსა და კვების ობიექტებში მომხდარი ძალადობა, ხულიგნობა, საგზაო შემთხვევების შედეგად დაპირისპირება და ყაჩაღობა.

ბ) ძალადობა უსაფრთხოდ მიჩნეულ ადგილებში: სახლში, საავადმყოფოში და სკოლებში.

გ) ტკივილის, ზიანის მიყენების ან მკვლელობის უჩვეულო ან სადისტური მეთოდები.

დ) შემთხვევები, სადაც დაზარალებულნი მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ქალები ან ბავშვები არიან.

ე) ვერბალური და არავერბალური აგრესია;

ვ) ძალადობაზე, განსაკუთრებით ბავშვების ძალადობაზე სხვების რეაქციის ასახვა.

7.დაუშვებელია სექსუალური და ნებისმიერი სხვა ძალადობის მისაღებად წარმოჩენა.

თავი XV. რეკლამა

მუხლი 57.რეკლამის ეთერში განთავსების პრინციპი

აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა უნდა შეინარჩუნოს პროგრამის შინაარსზე სარედაქციო კონტროლის დამოუკიდებლობა და არ დაუშვას პროგრამების დამახინჯება მიღებული სარგებლის სანაცვლოდ. რეკლამა მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პროგრამის ელემენტებისგან.

მუხლი 58. მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსების წესები

1.მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსებისას დაცული უნდა იქნას ”რეკლამის შესახებ” და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნები.

2.დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების გამოშვებებში რაიმე პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება. რეკლამირებად არ ჩაითვლება ინფორმაციის გადაცემა ახალი პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე განთავსების თაობაზე.

3.თუ აღმოჩნდება, რომ პიროვნების ნებართვის გარეშე მისი გამოსახულება ან სახელი სარეკლამო სახით იქნა გამოყენებული რომელიმე პროგრამაში, პროგრამაში გამოყენებული შესაბამისი სიუჟეტი დაუყოვნებლივ უნდა ამოღებულ იქნას პროგრამიდან.

4.მაუწყებელს შეუძლია გადასცეს მატერიალური შემოწიულობის გაღების მოწოდება პროგრამის მომზადების ან მომსახურების დაფინანსების მიზნით. აუდიტორიას უნდა ეცნობოს შემოწირულობის მიზანი და აქციის დასრულებისთვის შეგროვილი თანხის ოდენობა. მაუწყებელი ვალდებულია ცალკე აღრიცხოს შემოწირული თანხა და განკარგოს იგი.

5.მაუწყებელმა არ უნდა გაუწიოს პოპულარიზაცია ან გამოხატოს მხარდაჭერა რაიმე პროდუქციის, ორგანიზაციის ან მომსახურების მიმართ. რაიმე პროდუქციის, ორგანიზაციის ან მომსახურების შესახებ პროგრამაში მითითება რედაქციულად უნდა იყოს დასაბუთებული. სახელწოდების, ლოგოს ან ფასის შესახებ მითითება დაყვანილი უნდა იყოს მინიმუმამდე. დაუშვებელია მაუწყებელის ან მისი თანამშრომლის მიერ ფულადი თანხის ან სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება პროდუქციის ან მომსახურების პოპულარიზაციის სანაცვლოდ.

6.დაუშვებელია მაუწყებლის მიერ რაიმე პროდუქციის ან მომსახურების ისეთი პოპულარიზაცია, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია.

7.პროგრამასთან დაკავშირებული მასალის მხარდაჭერა დასაშვებია მხოლოდ სარედაქციო დასაბუთების არსებობისას. მაუწყებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს პროგრამასთან დაკავშირებულ მასალაზე, თუმცა შეიძლება სპონსორის ყოლა, რომლის შესახებ მითითება უნდა მოხდეს მოკლედ, როდესაც საუბარია მასალის მოპოვების გზებზე.

მუხლი 59. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ რეკლამის განთავსების შესახებ

1.რეკლამისა და პროგრამის შინაარსის მკაფიო გამიჯვნა არის გადამწყვეტი სარედაქციო დამოუკიდებლობისა და აუდიტორიის მიმართ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისათვის.

2.მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს პროდუქციის ან მომსახურების ისეთი პოპულარიზაცია, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია ან მათი პროგრამაში ხსენება ისე რომ შეიქმნას მათი მხარდაჭერის შთაბეჭდილება.

3.კომერციული რეკლამის ეთერში განთავსება უნდა მოხდეს მაუწყებლის მიმართ საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, რომელიც ემსახურება მეწარმის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას დადგენილი სარეკლამო ტარიფების მიხედვით.

იხ. სრულად

6 Responses

  1. “იმედი”- ბოროტების ტელევიზია.

    მარეგულირებელმა და იმ ხალხმა უნდა აგოს პასუხი, ვინც მიიღო ესეთი მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.

  2. Great Web site! I wanted to ask if I would be able site some of your site and use a couple of items for a school assignment. Please drop me an email whether or not its ok or not. Thanks

  3. I was suggested this blog by my cousin. I am not sure whether this post is written by him as no one else know such detailed about my trouble. You’re wonderful! Thanks!

  4. keep up the superb work , I read few posts on this site and I conceive that your weblog is really interesting and holds lots of excellent information.

  5. Hello, did you know that your webpage is shown on the Digg site?

  6. great job with the post.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: