საქართველოს კანონი
მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
- ზოგადი დებულებანი
- არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოსაგან
- არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების ჩვენებისა და ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვა
- აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა დაშვებისა და მუშაობის, აგრეთვე აზარტულ სათამაშო ავტომატებთან მათი დაშვების აკრძალვა
- რესტორანში, ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვების შეზღუდვა და მუშაობის აკრძალვა
- პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის
- გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹28, 15.10.2001, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფილმებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული „ქცევის კოდექსით“.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრები
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს ინფორმაცია მიიღოს იმ ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის შესახებ, რომლებმაც შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნებზე, აგრეთვე ინფორმაცია არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შესახებ.
2. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ქმნის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრს.
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქმნის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების რეესტრს.“.
3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-13–მე-15 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევებს განიხილავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და გამოაქვს სათანადო გადაწყვეტილება.“.
4. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ კანონის მე-5–მე-7 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევებს განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.“.
5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა შეიმუშაოს:
ა) დებულება „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების შესახებ“;
ბ) „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.“.
6. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს დებულება „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების რეესტრის წარმოების შესახებ.“.
4. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედებამდე მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების მისანიჭებელი კრიტერიუმები განსაზღვრულია „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის ¹39 ბრძანებით.“.
7. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული „ქცევის კოდექსის“ ამოქმედებისთანავე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 23 დეკემბერი
———————————————————–
საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7110&info_id=6857
საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7110&info_id=6863
კომენტარის დატოვება