მასმედია


 

***

”… ზოგიერთს დასავლური ორიენტაცია ჰგონია დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების “ჰეროიკა”, დასავლური მოდების წამხედურობა, დასავლეთის წინაშე ხელგაშვერილი დგომა უცხოური კრედიტების მოლოდინში, საეჭვო პოლიტიკური გარიგებები ზოგიერთ პოლიტიკურ ავანტიურისტებთან, მათი მოწვევა საქართველოში, საქართველოს ბუნებრივ და წიაღისეულ სიმდიდრეთა, კურორტების, პორტების და საწარმოო ობიექტების მიყიდვა დასავლეთისათვის და სხვა.

აი, ასეთ დასავლურ ორიენტაციას ვგმობთ ჩვენ…

დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება, დასავლური ღია, დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ.
 
ასევე უნდა ავითვისოთ ყოველივე საუკეთესო აღმოსავლურ და, საერთოდ, მსოფლიო კულტურასა და ცივლიზაციაში. ჩვენი მსოფლიო ისტორიული მისიაც ამ ორი სამყაროს სინთეზში მდგომარეობს და ეს სინთეზი იყო ოდითგანვე იბერიურ-კავკასიური სამყარო, მისი ტრადიციები, მისი სულიერი და კულტურული ყოფა, მისი ცხოვრების ფილოსოფია.  

ზვიად გამსახურდია, 1992

ის ვინც “გაამერიკელდება”, ვერასდროს გახდება ამერიკელი

***

“დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისათვის ძალადობის ფორმებს აღარავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვა და სხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.”

“მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავისი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი არიან.”

“საჯაროდ ცოდვის სწავლება და დანერგვა მთელ საზოგადოებას რყვნის და ღუპავს, ღირსების გრძნობას ულახავს და წინსვლის სურვილს უკარგავს. ამიტომაც საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას როგორც თავისი თავი, ისე შთამომავლობა.”

ილია II

საშობაო ეპისტოლე 2008

“ჩვენი ხალხი ახალი პრობლემების წინაშე დადგა. ეს არის დროის გამოწვევა. კონკრეტული ძალა არ ჩანს, მაგრამ ცრუ თავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელე-პროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ცნობიერებაზე, რათა მათში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეტევა ხორციელდება თითოეული ადამიანის აზროვნებაზე, ამიტომაცაა ყოველი ჩვენთაგანის გული და გონება ამ ბრძოლის ასპარეზი. ესა თუ ის პიროვნება ან რჩება ქართველად, ან, თავისი შინაგანი სისუსტისა და მიმბაძველობის გამო, იცვლის ღირებულებათა სისტემას.

ეს ისეთივე მნიშვნელობის ომია, როგორც ჩვენს მამა-პაპათ გამოუვლიათ.”

ილია II

საშობაო ეპისტოლე 2007

“საზოგადოების და. განსაკუთრებით, მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვნად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას. წლების განმავლობაში, არატრადიციული ღირებულებების ხელოვნურად დანერვას ხელს უწყობენ გარკვეული ძალებიც და ამას თავისუფლების, დემოკრატიისა და განვითარების პროცესად წარმოაჩენენ, რითაც დარტყმას, უპირველეს ყოვლისა, ქართულ სახელმწიფოს და ხელისუფლებას აყენებენ.

ვფიქრობთ, სახელმწიფოსთვის არ უნდა იყოს სულერთი, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება მომავალი თაობა. სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ და ისედაც ვიცი, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში, ოფიციალური და წამყვანი ტელევიზიებით თითქმის არსად არ უჩვენებენ ძალადობის, ნარკომანიის, აღვირახსნილობის ამსახველ ფილმებსა და გადაცემებს.”

ილია II

საშობაო ეპისტოლე 2006

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: