რუსულის ნაცვლად ინგლისური ენის სწავლების ასპექტები


 

საქართველო რუსეთის ურთიერთობაში შეიძლება ითქვას დიდი შემობრუნების ეტაპი დადგა. საქმე ეხება ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვნას საქართველოში და მათი ქართულ პედაგოგიურ საქმიანობაში შერწყმის მცდელობას. ამ მოვლენას ჩვენი საზოგადოება, ცხადია გამოეხმაურა, მაგრამ იმ მოცულობითა და მაშტაბით არა, როგორსაც ეს საკითხი იმსახურებს. ვინაიდან ფაქტიურად სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო ჩვენი რუსულენოვანი სივრციდან გამოსვლა და ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ.

როდესაც გამოვაცხადეთ, რომ ევროპის ნაწილად ვთვლით თავს და კვლავ ევროპულ ოჯახში გვსურს დაბრუნება, ამით რუსეთს პოლიტიკურად დავცილდით. რადგან ეს უკანასკნელი, ივანე–IV მრისხანედან მოყოლებული, ევროპაში ყოველთვის მტერსა და მოწინააღმდეგეს ხედავდა. ჩვენი სწრაფვა ევროპული სტრუქტურებისაკენ მათ სერიოზულ შეშფოთებასა და გაღიზიანებას იწვევს. კრემლში არც მალავენ, რომ საქართველო თავიანთი გავლენის სფეროდ კი არა უფრო ნაწილად მიაჩნიათ და ამის ილუზიას მათ სწორედ რუსული ენის საქართველოში ჯერ კიდევ ხმარება უქმნის. ისინი ფიქრობენ, რომ საკმარისია საქართველოში პრეზიდენტი გახდეს ქართველი იანუკოვიჩი და მაშინვე საქართველოს რუსულ წიაღში შეტრიალება უპრობლემოდ ჩაივლის, ამ საქმეში კი გადამწყვეტ როლს რუსული ენა შეასრულებს.

ჩვენ ინგლისურ ენაზე გადასვლით რუს ოკუპანტს ჩვენთვის გასაგებ ენაზე მოსაუბრე გაუგებრობის მსხვერპლ, გზააბნეულ ყოფილ მოყვარედ კი არა, ყველაზე ველურ უცხო ელემენტად მივიღებთ და მის წინააღმდეგ იმ საშუალებებით ვიბრძოლებთ, რომელიც მთელი ერის სულიერ და ფიზიკურ შესაძლებლობებშია. რაც ქართველ იანუკოვიჩებს ჩრდილოეთიდან ამოსულ მზეს ერთხელ და სამუდამოდ დაავიწყებს.

ინგლისურენოვანი მასწავლებლების მასიურად შემოსვლას საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ–ერთმა პოლიტიკოსმა ერთ–ერთ მიტინგზე იქ შეკრებილებს განუცხადა, რომ ჩვენ ქართველები სამი ათასი წელია ქართულად ვლაპარაკობთ, შესანიშნავად გვესმის ერთმანეთის ამ ენაზე და მაშასადამე, არავითარი ინგლისური ერთმანეთს, რომ რამე გავაგებინოთ არ გვჭირდება, სწორია! იმ შემთხვევისათვის, თუ თვითიზოლაციას გამოვაცხადებთ, ნატურალურ მეურნეობაზე გადავალთ და იგივეს დავატრიალებთ საქართველოში, რაც წითელმა ხმერებმა კამბოჯაში დაატრიალეს.

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში – ევროპელი მისიონერების შემოსვლას საქართველში ყველა ქართველი ტაშისცემით არ შეხვედრია. მაგრამ ამ ადამიანებმა სულ მოკლე დროში დაამტკიცეს, რომ ქართველი ხალხის დიდი გულშემატკივრები იყვნენ და როდესაც მათი მოწინააღმდეგე ქართველები, ქართველ ბავშვებს იტაცებდნენ და თურქებზე უმოწყალოდ ყიდდნენ, ევროპელი მისიონერები ხშირად გროშებს აკოწიწებდნენ, რომ ეს ბავშვები გამოესყიდათ. აღარაფერს ვამბობ მათ ჩანაწერებსა თუ წერილებზე, რომელიც ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის ფასდაუდებელი წყაროა. ის რომ XXI საუკუნის ქართველს საშუალება აქვს ნახოს, თუ როგორ გამოიყურებოდა: თეიმურაზ I, გიორგი სააკაძე, ქეთევან დედოფალი და სხვა არაერთი ისტორიული პირი, სწორედ ამ მისონერთა ჩანახატების წყალობით.

ვერ გეტყვით ორი–სამი საუკუნის შემდეგ საქართველოს ისტორიის მკვლევარებს, როგორ გამოადგებათ საქართველოში დღეს ჩამოსული ინგლისური ენის მასწავლებლების დღიურები, მოგონებები, რომელსაც მათი ნაწილი, ალბათ დატოვებს. მაგრამ დიდი შემობრუნების წინაშე რომ ვდგებით, ეს კი ფაქტია. ჩვენ გამოვდივართ რუსულენოვანი სივრციდან და ამით ჩვენს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო მყარსა და შეუქცევადს ვხდით.

არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში ვიყავით, უფრო სწორად კი რუსებს რომ ვყავდით თავიანთ შემადგენლობაში, ჩამოყალიბებული იყო ის ურთიერთობა, რომელიც საერთოდ დამახასიათებელია ცენტრსა და კოლონიას შორის. ცენტრი იგივე მოსკოვი განაგებდა ყველაფერს, საქართველო კი, როგორც კოლონია ვალდებული იყო ყველა მითითება თუ ბრძანება უსიტყვოდ და უზადოდ შეესრულებინა, ასრულებდა კიდეც! დროთა განმავლობაში კოლონიებში მცხოვრებთათვის მოსკოვში მუშაობა, მოსკოვში სწავლა პრესტიჟისა და წარმატებულობის უპირველესი ნიშანი იყო. ხოლო, ენობრივი ბარიერი, ხელისშემშლელი დაბრკოლება, რომ არ გამხდარიყო ქართველი ბავშვების საკმაოდ დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი თბილისში დადიოდა რუსულ სკოლებში და განათლებას რუსულად იღებდა.

რუსეთის კომუნისტური იმპერიის დაშლისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ყველას კარგად ახსოვს, რომ ქართველი ბავშვების უდიდესი უმრავლესობა გამოვიდა რუსული სკოლებიდან, რუსულენოვანი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საკუთარი ინიციატივით გავიდა საქართველოდან, რამაც ფაქტიურად რუსული სკოლები მოსწავლეების გარეშე დატოვა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მათ სწავლების ენად ქართულის არჩევით შეინარჩუნეს არსებობა.

ასეთ პირობებში კი, უპრიანია სერიოზულად დადგეს ქართულ სკოლებში და საერთოდ საქართველოში რუსული ენის სწავლების საკითხი. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, ჩემი აზრით, რთულ მდგომარეობაში აყენებს ქართველ მოსწავლეებს, როდესაც მათ დაწყებითი კლასებიდან რამოდენიმე უცხო ენის შესწავლას ავალდებულებს და უპირველეს ყოვლისა რუსული ენა მაქვს მხედველობაში პატარა მოსწავლე, რომელმაც ქართულიც კი არ იცის წესიერად, ფაქტიურად მისი შესწავლაც უწევს, იძულებული ხდება ამავე დროს სხვადასხვა უცხო ენების დაუფლებასაც შეეჭიდოს. ცხადია, მის გონებას ძალუძს ქართულთან ერთად ერთი უცხო ენის დაძლევა, მაგრამ როდესაც ამას ასე ადრეულ ასაკში ემატება მეორე და ხანდახან მესამეც კი, ეს ვფიქრობ მხოლოდ უკუშედეგის მომცემია. რა თქმა უნდა, არიან გამორჩეული მოსწავლეები, ბუნებრივი მიდრეკილებებით ენების სწავლების მიმართ, თუმცა ასეთები იშვიათობაა და არა მგონია განათლების ჩვენი სისტემა მთელი თავისი პროგრამებითა და მეთოდიკით მათზე იყოს ორიენტირებული.

ინგლისური ენის საყოველთაო შესწავლა სახელმწიფოს მხრიდან ერთ–ერთი პრიორიტეტული ხდება, რუსული ენა – იგივე ოკუპანტის ენა, რომელიც საუკუნეებია თავს არ გვანებებს, სასკოლო პროგრამიდან, როგორც სავალდებულო ამოღებულ უნდა იქნას. და ის გარკვეული პერიოდი შეიძლება არჩევითი გახდეს. ასეთ შემთხვევაში. რა თქმა უნდა მესმის, რომ რთულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ ათასობით რუსული ენის მასწავლებლებს, მაგრამ შესაძლებელია მათი გარკვეული ნაწილის გადაკვალიფიცირება და თან ამ ნორმატივის, თუნდაც ეტაპობრივად ამოქმედება.

ვიცი ზოგიერთები აღშფოთდებიან, როგორ! ეს ხომ პუშკინის, ლერმონტოვის, ტოლსტოის ენაა! ისე კაცმა რომ თქვას, თუ ძალიან გაინტერესებთ გეტყვით, არც ერთი არ იყო რუსი. აი, რუსები კი ნამდვილად არიან: ვოსტორგოვი, როდიონოვი, პუტინი, მედვედევი და ყველა ის გენერალი 2008 წელს, ვინ იცის მერამდენედ არბევდა საქართველოს.

ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ის კრემლის შოვინისტმა მესვეურებმა თვითონ მოგვახვიეს, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს იძულების წესით და საკმაოდ უხეშად გამოგვაძევს რუსული სივრციდან. ჯერ იყო და ჩვენს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციას ამოუკეტეს კარები. შემდეგ, ქართველებზე ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს და ათასობით მათგანი, ან გამოაძევეს, ანდა იძულებული გახადეს თვითონ გაქცეულიყვნენ – უამრავი შემთხვევაა გვარებიც გადაიკეთეს და ბოლოს, ეს ყველაფერი ომითა და ოკუპაციით დააგვირგვინეს. ვითომ წარმატებულ წერეთელს ისე მიუდის საქმეები, არ გამიკვირდება თავის ძეგლებიანად მშობლიურ საჩხერეში ამოაყოფინონ თავი, თუ კი ციმბირს გადაურჩება. ის მუდამდღე რუსეთის გამშვენიერებაზე ფიქრობდა, მაგრამ მთავარი კი დაავიწყდა – კრემლის მესვეურები ბუნებით უმადურები არიან, – სტალინმა ისინი ლამის მსოფლიოს მბრძანებლები გახადა, ის კი ფეხებით გამოათრიეს და ცოტა დააკლდა ძაღლებს არ მიუგდეს საჯიჯგნად. ეს ყველაფერი იმათი ხვედრია – ვისაც დიდი რუსობა უნდა საკუთარი სამშობლო კი ავიწყდება. გავიხსენებ გენერალ პეტრე ბაგრატიონსაც, რომელიც ქართველებს რუსებისადმი მორჩილებისაკენ – მუქარით სავსე წერილებს უგზავნიდა, შემდეგ რუსეთის სადიდებლად ნაპოლეონს თავი შეაკლა, მისი ძვლები კი რუსებმა მართლაც ძაღლებს მიუგდეს.

რუსული ენა – ჯერ კიდევ იმპერატორების ეპოქაში, რუსი ოკუპანტების მიერ სერიოზულად განიხილებოდა, როგორც ქართული თვითმყოფადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება, მას იძულების წესით ნერგავდნენ, განსაკუთრებული გულმოდგინებით ეროვნულ უმცირესობათა შორის. საიდანაც წამოვიდა კიდეც სეპარატიზმის ბაცილა, რომელიც შემდგომ ბოლშევიკებმა კომუნისტური დიქტატურის პირობებში ქართული სახელმწიფოებრიობისათვის დაუძლეველ ბარიერად აქციეს და ამის შედეგებს დღესაც მწარედ ვიმკით.

რუსული ენის გავრცელებასთან ერთად საქართველოში, ფართოდ მოიკიდა ფეხი რუსული ყოფისათვის დამახასიათებელმა ისეთმა მანკიერმა თვისებამ, როგორიცაა ბილწსიტყვაობა, დედის უცერემონიო გინება. ამ მანკიერმა ჩვევამ, განსაკუთრებით კი ჩვენს ახალგაზრდებში, ისეთი არასასურველი გავრცელება ჰპოვა, რომ დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ახალგაზრდების ერთი ნაწილის მხრიდან უწმაწური სიტყვების კორიანტელი და რაც ყველაზე მკრეხელურია, საკუთარი დედის მისამართით.

რუსული ენის უარყოფითი გავლენის ერთი თვალსაჩინო მაგალითი ისიც იყო და საბედნიეროდ ახლა სულ უფრო ნაკლებად გვხვდება, როდესაც ქართველი ქართველს მამის სახელით მიმართავდა რუსული ვიჩ–ის დაბოლოებით. ეს ჩვეულება, ჯერ კიდევ ძველი სლავებიდან მოდის, როდესაც ოჯახში მოყვანილ პატარძალთან, თუ ქალთან იქ დამხვდურ ყველა მამაკაცს შეეძლო თანაცხოვრება. შემდეგ კი მამა, რომ გაერჩიათ თუნდაც პირობითად, რომელიმეს სახელით მიმართავდნენ. ეს ჩვეულება დროთა განმავლობაში თანდათან შეწყდა, მაგრამ მამის სახელით მიმართვა კი დარჩა. ეკატერინე II–ის დროიდან რუსულმა ელიტამ რუსულ ენაზე პრაქტიკულად უარი თქვა და ფარანგულზე გადავიდა. ამიტომ მათ შორის მიმართვის ისეთი ფორმები დანერგა, რომელიც საერთოდ მიღებული იყო ცივილური სამყაროსათვის. მაგრამ ქვედა ფენებში ძველი ტრადიცია მამის სახელით მიმართვისა არავის შეუცვლია. ბოლშევიკები კი, როგორც ცნობილია, თავდაპირველად ყველაფერ ცივილურს სასტიკად სდევნიდნენ, ამიტომ ძველი სლავური ჩვეულება მიმართვისა მათთვის სრულიად მისაღები გახდა – ეტყობა, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, და მოახდინეს მისი საყოველთაო დანერგვა. ფეხის ხმას ცხადია, ქართველი ბოლშევიკებიც შეუერთდნენ და მშვენიერი “ბატონო და ქალბატონო”–ს ნაცვლად, საქართველოში გაავრცელეს სწორედ ისეთი რუსული მიმართვა, რომელზედაც ზემოთ მქონდა ლაპარაკი – ასე რომ, როდესაც ქართველი ქართველს რუსული მანერით მამის სახელით მიმართავს უნდა იცოდეს, რომ ეს ფაქტიურად დედის გინების ტოლფასია.

ამდენად, თუ ჩვენ გვსურს დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა და მის ნაწილად გახდომა – სხვა არჩევანი დამოუკიდებლობის პირობებში უბრალოდ არ არსებობს! მაშინ, ინგლისურ ენას საყოველთაოდ უნდა გავუღოთ კარები. ვიშვიში იმის შესახებ, რომ ეს ქართულ ენას საფრთხეს შეუქმნის გაზვიადებულია. ჩვენი თანამემამულენი ოთხასი წლის განმავლობაში ოსმალების მიერ სასტიკი ასიმილატორული პოლიტიკის პირობებშიც კი, და დღესაც არ არიან განებივრებულნი, ახერხებენ და ინარჩუნებენ ქართულ ენასა და ეროვნებას. ასე რომ, საშიშროება ქართულ ენას, ცხადია არ ემუქრება. თუმცა, ჩვენს ამ გადაწყვეტილებას, – შეიძლება არ შეიმჩნიონ, – მაგრამ მას საოცრად ნეგატიური გამოძახილი ექნება კრემლში. იმიტომ, რომ ამ ვიჩ–ებს დასავლეთი ჭირის დღესავით ეზიზღებათ. მათ მიაჩნიათ, რომ არა დასავლეთ ევროპა, ნახევარი მსოფლიო ციმბირელი ჩუჩმეკებივით დაჩმორიკებულები ეყოლებოდათ და მათ ბატონობას წინ ვერავინ დაუდგებოდა. კრემლში არანაირი სურვილი არა აქვთ და არც უნარი, რომ თავის ყოფილ კოლონიებს, როგორც თანასწორებს ელაპარაკონ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, სტალინის ფორმულა – რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რაც შეიძლება მეტი ჯარით იქ – მათთვის დღესაც აქტუალურია. არადა, დანარჩენმა მსოფლიომ დიდი ხანია კოლონიალიზმის ეს ფორმულა დაივიწყა და სწორედ, თანასწორობის პრინციპებზე აგებს თავის ურთიერთობებს. რასაც ყოფილი იმპერიების ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვათა მაგალითზეც შეგვიძლია მივადევნოთ თვალი.

ჩვენ თვითონ არ უნდა მივცეთ საშუალება ოკუპანტებს იმისი შეგრძნებისა, რომ ისინი მათთვის შინაურ გარემოში არიან. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ქართველი ჩინოვნიკები – ხშირად დამტვრეული რუსულით ელაპარაკებიან სხვადასხვა შეხვედრებზე, მათ შორის საქართველოშიც კი, ოკუპანტებსა და სეპარატისტებს. რაც შემდგომ რუსულ იუმორისტულ გადაცემებში გაშარჟებისა და დაცინვის საგანი ხდება. თვითონ მათგან აიღეთ მაგალითი, როგორც ცნობილია აფხაზი და ოსი სეპარატისტების ნაწილმა, მათ შორის თავად ლიდერებმაც მშვენივრად იციან ქართული, მაგრამ პრინციპული მოსაზრებებით ერთ სიტყვას ვერ წამოაცდენინებთ. ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება! იქნებ ფიქრობთ, რომ დალეწილი რუსულით ლაპარაკი – თქვენს დიდ ტვინიკოსობაზე მეტყველებს, ანდა მათი გულის მოგებას ხომ არ აპირებთ?! მომხდურებს: რუსებს, ოს სეპარატისტებს, ადიღეელებს თავს რომ აფხაზებად ასაღებენ – უნდა ველაპარაკოთ ინგლისურად, ან ქართულად თარჯიმნის საშუალებით. ამით ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქმე გვაქვს უცხო ელემენტთან, რომელიც ჩვენი სხეულის ნაწილის მიტაცებას ცდილობს.

ევროპასთან სალაპარაკოდ და ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად რუსული ენა არ გამოგვადგება. ის ჩვენ გვთგრუნავს და უკან, წარსულისაკენ გვექაჩება, როდესაც რუსული უღელი გვედგა და ქართული სახელმწიფო შაგრენის ტყავივით თვალ და ხელ შუა ქრებოდა.

რუსულ ენაზე უარის თქმით – ჩვენ ოკუპანტს ვეუბნებით, რომ მართლმადიდებლობის მანტიაში გახვეული მგელი მაინც ადვილი შესაცნობია, და რომ ის ჩვენთვის მოძალადე ეთნოსად რჩება. ტყუილად არ ატარა მოსემ თავისი ხალხი ორმოცი წლის განმავლობაში უდაბნოში. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, სანამ ოკუპანტის ენაზე ერთხელ და სამუდამოდ უარს არ ვიტყვით, მორჩილებისა და შიშის უხილავი კოდი ტვინსა და გონებას აგვირევს. ჩვენ კი ჩრდილოელ ბარბაროსთან ურთიერთობაში, რომლის არმია XXI საუკუნეშიც, უკაცრავად პასუხია და, ნახმარ უნიტაზებსა და ტუალეტის ქაღალდებს იტაცებს – თავისუფალი ფსიქიკა და შემართება გვჭირდება.

აკაკი ვარაზაშვილი

 

ათასობით ინგლისურენოვანი უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანას, ჩვენ ნამდვილად არ განვიხილავთ წერილის ავტორისეული იდეალური პერსპექტივით. ამ .. მასწავლებლებს, არამც და არამც არ მოვიაზრებთ პრეისტორიის ეპოქისეულგანმანათლებელ მისიონერებად”. მით უმეტეს, როდესაც დღეს საქართველოს მართავს ყოვლად დენაციონალიზებული და ფსიქიურად არამდგრადიხელმწიფე”, რომლისთვისაც ასე უცხოა ეროვნულპატრიოტული და ზნეობრივმორალური ფასეულობები ჩვენს წინაპარ დიდ მეფეთაგან განსხვავებით (როსტომ ხანსაც კი ვერ შევადრით მიშას, თუმცაღა, მშენებლობების კუთხით შეიძლება ვჰპოვოთ მსგავსება მასთან). საქართველოს მრავლად ჰყავს ინგლისური ენის კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებსაც დაფასება და ფულადი წახალისება სჭირდებათ და არა სრული იგნორირება. ჩამოყვანილი ინგლისურენოვანი უცხოელი მასწავლებლებისა კი, არათუ ცოდნა და კვალიფიციურობაა საეჭვო, არამედ მათი ზნეობა და მორალიც, რომელთა უმრავლესობა (თმაშეღებილი, საყურეებიანი ბიჭები, მამაკაცივით მოროხროხე ქალები და სექსუალური მანიაკები) უკვე შემჩნეულნი არიან გაუკუღმართებულ ცხოვრების წესებში, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქართველი მოზარდების ნორმალურ აღზრდას, რაზედაც გვმართებს დაფიქრება! (გაზეთის რედ. ლ.ცომაია)

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”, #27

 

 

 

 

Advertisements

4 Responses

  1. You got numerous positive points there. I developed a browse the matter and located the majority of peoples will agree with your blog.

  2. An attention-grabbing discussion is value comment. I believe that you should write extra on this subject, it might not be a taboo topic but usually people are not sufficient to talk on such topics. To the next. Cheers

  3. ეგ მართალია რუსული ენა არჩევიტი უნდა იყოს და არა სავალდებულო, მაგრამ საერტოდ ყველა ენა უნდა იყოს არჩევიტი რატომ მარტო რუსული? და გარყვნილება საქართველოში უფრო და უფრო იქნება, ჯერ სად ვართ…….. და კიდევ მაინტერესებს, ტოლსტოი, პუშკინი, ლერმონტოვი აბა სადაურები იყვნენ? მე მათ ბიოგრაფიაში წაკიტხული მაქვს, რომ რუსები იყვნენ. მადლობა

  4. მე უკვე დიდი ხანია რუსულზე უარი ვთქვი.არ ვიკენებ საერთოდ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: